ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო და გუშინ "სტოკისთან" ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩში კლუბის მაისუროთ 250-ე გოლი გაიტანა. ასევე გაირკვა, რომ 30 წლის ფეხბურთელმა ალან შირერის რეკორდიც გააუმჯობესა.
"ბლექბერნის" და "ნიუკასლის" ფეხბურთემა პრემიერლიგაში სტუმრად 87 გოლი გაიტანა, ხოლო უეინმა გუშინ სტუმრად ჩატარებულ მატჩებში თავი 88-ედ გამოიჩინა. შირერს კიდევ რჩება ერთი რეკორდი, იგი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 260 გოლითაა.