ფეხბურთი

20:00 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მენთეშაშვილი და კომახიძე - ორივე "ლოკომოტივში"

36 წლის ზურაბ მენთეშაშვილი და 19 წლის ირაკლი კომახიძე თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობენ. გამოცდილი მენთეშაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ "ლოკოში" გააგრძელებს კარიერას. ბოლოს მეორელიგელ "ნორჩ დინამოში" გახლდათ, მანამდე კი ორი სეზონი "საბურთალოში" გაატარა. სხვათა შორის, მენთეშაშვილმა "საბურთალოში" ორჯერ მიიღო ტრავმა და მაინც დაუბრუნდა ფეხბურთს.

მენთეშაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა (სომხეთთან). მან კარიერა რუსთავის "გორდაში" დაიწყო, მერე იყო "ვიტ ჯორჯიაში", "სკონტოში", "ალანიაში", "შინიკში", "ვენტსპილსში", თელ ავივის "ჰაპოელში", "აშქელონში", "ჰაპოელ რამათ განში", "ზესტაფონში", რუსთავის "მეტალურგში", ბოლოს კი ხსენებულ "საბურთალოსა" და "ნორჩ დინამოში".

"ლოკომოტივშია" ირაკლი კომახიძეც. კარგი ახალგაზრდა ფლანგელია, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა და ქობულეთის "შუქურაშიც" ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. კომახიძემ გარდამავალ ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა.

0.11794