ვეტერანი ბრაზილიელი მეკარე არტური სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან “შაპეკოენსეს” ღირსებას დაიცავს. როგორც 35 წლის კიპერმა ბრაზილიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
“დავბრუნდი სახლში და ამაზე კარგ გადაწყვეტილებას ამჟამად ვერ მივირებდი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდი დაუბრუნდეს იმ სიმაღლეს, რომელზეც გასულ სეზონში იყო”, - თქვა არტურმა.
ბრაზილიელს არაერთ ევროპულ გუნდში უთამაშია. 2008-2010 წლებში იგი იტალიური “რომას” კარს დარაჯობდა. ამის შემდგომ კი, კარიერა პორტუგალიაში განაგრძო და ჯერ “ბრაგას”, მერე კი, “ბენფიკაც” ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია იტალიურ “სიენაში”, “კრუიზეიროსა” და “კურიტიბაში”.
ბოლო ორი წელი კი, მან თურქეთში დაჰყო, სადაც “ოსმანლისფორის” რიგებში თამაშობდა. აქვე გეტყვით, რომ "შაპეკოენსე" ტრაგედიის შემდეგ პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს - "შაპე" ამხანაგურად ბრაზილიის ჩემპიონ "პალმეირასს" გაეჯიბრება.