კალათბურთი

16:15 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გასოლმა ნების ძვალი მოიტეხა

“სან ანტონიო” – “დენვერის” მატჩის დაწყებამდე გახურების დროს პო გასოლმა მარცხენა ხელის ნების ძვალი მოიტეხა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

რა თქმა უნდა, გასოლმა “დენვერთან” ვეღარ ითამაშა და ჯერჯერობით პარკეტზე მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.

მსგავსი ტრავმიმს გამო კავაი ლეონარდმა 2014 წელს 14 შეხვედრა გამოტოვა, ხოლო იონას ვალანჩუნასმა - 17.

0.126344