ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგის 117-ე ნომერთან, უზბეკ დენის ისტომინთან სენსაციურად 6:7, 7:5, 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 4 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ჯოკოვიჩმა ტაი-ბრეიკზე წააგო. მეორე და მესამე სეტის მოგების შემდეგ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ნოვაკი ამ შეხვედრას წააგებდა, მაგრამ მეოთხე პარტიაში ტაი-ბრეიკზე ისტომინმა 7:5 იმარჯვა. გადამწყვეტ მეხუთე სეტში 2:2-ზე უზბეკმა ჩოგბურთელმა ბრეიკი გააკეთა, რამაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ჯოკოვიჩმა 72 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ისტომინმა – 61.
მომდევნო ეტაპზე ისტომინი კარენო-ბუსტას შეხვდება.