ფეხბურთი

12:28 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ხიხონი” რუბიმ ჩაიბარა

“ხიხონს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. აბელარდო ფერნანდესის ნაცვლად, “ელ მოლინონის” ბინადრებს ხოან ფრანცესკ ფერერ სიცილია გაწვთნის, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში რუბის სახელით იცნობენ.

46 წლის სპეციალისტი გუშინ წარადგინეს და ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმეს. რუბი ბოლოს “ლევანტეში” მუშაობდა, გასულ სეზონში.

აბელარდო, რომელიც “ხიხონს” 2014 წლიდან წვრთნიდა, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. ასტურიულ კლუბს ლა ლიგაში 18 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

0.118364