ვენის “რაპიდი”, რომელიც სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას განაგრძობს, ამხანაგურ მატჩში რეგიონლიგის წარმომადგენელს “ტრაისკირხნერს” დაუპირისპირდა და 7:1 გაანადგურა (VIDEO).
ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ დუბლით გამოირჩა ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელმაც მეტოქის კარი 57-ე და 59-ე წუთებზე აიღო. გიორგიმ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
ცნობისთვის, ავსტრიის ჩემპიონატი 11 თებერვალს განახლდება და “რაპიდი” გასვლაზე თანაქალაქელ “აუსტრიას” ეთამაშება.