ფეხბურთი

18:09 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მეორე წრე და მინიმუმ 4 გოლი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერთან” კონტრაქტს 2019 წლის ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივებს. The Sun-ის ინფორმაციით, შვედ ფორვარდს სეზონზე პრემიერლიგაში მინიმუმ 19 გოლი უნდა გაეტანა იმისთვის, რომ მისი მანჩესტერული კარიერა გაგრძელებულიყო. როგორც მოგეხსენებათ, მან ამ სეზონში უკვე გაიტანა 14 გოლი ინგლისის ჩემპიონატში და ხელმძღვანელების რეაქციამაც არ დააყოვნა, რადგან მეორე წრე ჯერ კიდევ წინ არის და იბრასგან მინიმუმ 4 გოლი არავის გაუკვირდება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის თავდამსხმელს ყველა ტურნირის გათვალისწინებით 31 მატჩში “მანჩესტერის” რიგებში 20 გოლი აქვს გატანილი.

0.066122