ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური სტადიის დასრულებამდე კიდევ სამი დღეა, მაგრამ 11 მერვედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. გუშინდელ მატჩებში არგენტინამ პირველ ტაიმში სულ ორი გოლი გაუტანა ყატარს, ხოლო სლოვენიამ ბოლო წამებზე გაუთანაბრა ტუნისს.
ყველა მატჩის ჩანაწერი: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5
A ჯგუფში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა მას შემდეგ, რაც ნორვეგიამ დაამარცხა ბრაზილია - 39-26. ბრაზილიამ ძალები შეინახა ბოლო მატჩისთვის რუსეთთან, ვისი დამარცხებაც მათ ჯგუფში მესამე ადგილს მოუტანს. ბრაზილიის მოგების შემთხვევაში იაპონიას თეორიული შანსი რჩებოდა პლეიოფში გასვლისა, ასე კი პოლონეთს მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის ეთამაშა. დაძაბული მატჩი პოლონეთმა ერთი ბურთით მოიგო - 26-25.
საფრანგეთმა 35-24 მოუგო რუსეთს და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ფრანგებმა 15 გოლი მარჯვენა შუამარბის პოზიციიდან გაიტანეს - პირველ ტაიმში 8 შეაგდო ადრიენ დიპანდამ, მეორეში ამას 5 დაუმატა ნადიმ რემილიმ , სულ ბოლოს გამოვიდა დიკა მემი და ორი მანაც გაიტანა. მემმა, როგორც გამოცხადებული იყო, ტრავმირებული პივოტი ლუკა კარაბატიჩი შეცვალა. ხაზზე ფრანგებს დარჩათ სედრიკ სორენდო და ლუდოვიკ ფაბრეგასი. ფრანგების შემდეგ მეორე ადგილზე ნებისმიერ შემთხვევაში ნორვეგია იქნება. მერვედფინალში A და B ჯგუფიდან გასული ოთხეულები ერთმანეთს ეთამაშებიან.
B ჯგუფში სლოვენიას განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან გასვლა, ტუნისს ჰაერივით სჭირდებოდა თუნდაც 1 ქულა. სლოვენიამ მოიგო ტაიმი, 15-13, მაგრამ ტუნისელთა მეტმა მოტივაციამ თავისი გაიტანა და სირენამდე 6 წუთით ადრე ამენ ტოუმიმ ხუთბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა - 28-23. მაგრამ, ეს ტუნისის ბოლო გოლი აღმოჩნდა. დასრულებამდე 70 წამით ადრე მიჰა ზარაბეცმა ანგარიში 27-28 გახადა, ტუნისის ბოლო შეტევა ნაადრეევი და უშედეგო აღმოჩნდა და ხუთი წამით ზარაბეცმა მარჯვენა კუთხეში, შიგ ექვსმეტრიან ზონაში დაუკიდა ბლაზ იანცს - 28-28.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=lmp8WWdOA4k
ამ შედეგით სლოვენიისა და ესპანეთის შემდეგ მაკედონიამაც გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა ბოლო 2 თამაშის შედეგის მიუხედავად. ისლანდიამ 33-19 დაამარცხა ანგოლა და ქულით გადაასწრო ტუნისს. ტუნისი ბოლო ტურში ანგოლას ხვდება და მაკედონია-ისლანდიის შედეგზე იქნება დამოკიდებული. მეოთხე მერვედფინალისტი ამ ჯგუფიდან ან ისლანდია იქნება, ან ტუნისი.
C ჯგუფში გერმანიამ 38-24 მოუგო საუდის არაბეთს და ხორვატიასთან ერთდ მერვედფინალის საგზური გაინაღდა, ხოლო D ჯგუფის ერთადერთ მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ ყატარი 9-2 (!) უგებდა არგენტინას, არადა, ყატარელთა მეკარეს, დანიელ სარიჩს სულ 5 დარტყმა ჰქონდა მოგერიებული - არგენტინელები ურტყამდნენ ბლოკს, ძელს, აცილებდნენ კარს, კარში დაურტყმელადაც დაკარგეს უამრავი ბურთი, არაფერი გამოუვიდათ თავისი საყვარელი ხერხით, სწრაფი გარღვევითაც. 49 წუთის შემდეგ ანგარიში 17-8 იყო, როცა არგენტინამ როგორც იქნა, გაიღვიძა - ზედზედ 3 გოლი გაიტანა მარცხენა გარემარბმა ფერნანდესმა, 14-17, დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მაგრამ ეგ იყო და ეგ. ყატარმა თმაში მოგებამდე მიიყვანა - 21-17. ამ შედეგმა მხოლოდ ის გაარკვია, რომ შვედეთმა გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა დანიის შემდეგ. ყატარს და ეგვიპტეს ასევე 4-4 ქულა აქვთ, მაგრამ მერვედფინალში ჯერ არ გასულან. ბაჰრეინს შანსი არ დარჩა, დარჩა არგენტინას - უნდა მოუგოს ბაჰრეინსა და ეგვიპტეს , ოღონდ გარანტიას ეს 4 ქულაც ვერ მისცემა.
ვიდეომიმოხილვები: https://www.youtube.com/watch?v=lmp8WWdOA4k&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი
A ჯგუფი, ნანტი (4 თამაშიდან): საფ 8, ნორ 6, რუს 4, ბრა 4 - პოლ 2, იაპ 0
11,12 იან. საფ-ბრა 31-16, რუს-იაპ 39-29, ნორ-პოლ 22-20
13,14 იან. იაპ-საფ 19-31, ბრა-პოლ 28-24, ნორ-რუს 28-24
15,16 იან. საფ-ნორ 31-28, ბრა-იაპ 27-24, პოლ-რუს 20-24
17 იანვარი. ნორვეგია-ბრაზილია 39-26
ნორ: საგოსენი 7, მირჰოლი, როდი 6, იონდალი, ბიორნსენი 5 - ბერგერუდი 13/38
ბრა: პოზერი, კიუფა 6, პონსიანო, ლანგარო, ტოლედო 3 - სანტოსი, ალმეიდა 10/44
პოლონეთი-იაპონია 26-25
დაშეკი 5, ლიზვა, პაჩკოვსკი 4, მორავსკი 12/34 - შიდა 9, ტოკუდა 4, აგარიე 3
რუსეთი-საფრანგეთი 24-35
შიშკარევი 6, კოვალევი, ჟიტნიკოვი 4 - დიპანდა 8, მაე 7, რემილი 5, კარაბატიჩი 4
19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია
--
B ჯგუფი. მეცი - სლნ 7 (4), ესპ 6 (3), მკდ 4 (3), ისლ 3 (4) - ტუნ 2 (4), ანგ 0 (4)
12 იან. სლო-ანგ 42-25, მკდ-ტუნ 34-30, ესპ-ისლ 27-21
14 იან. ისლ-სლნ 25-26, ტუნ-ესპ 21-26, ანგ-მკდ 22-31
15,16 იან. ისლ-ტუნ 22-22, სლნ-მკდ 29-22, ესპ-ანგ 42-22
17 იანვარი. სლოვენია-ტუნისი 28-28
კავტიჩნიკი 7, იანცი 6, ზარაბეცი 4 - სანაი 8, ბანნური 5, შუირეფი 4, მისაუი 15/42
ანგოლა-ისლანდია 19-33
ლოპესი 8 - სიგურდსონი 8, გუნარსონი 7, ელისონი 6, მაგნუსონი 4, გუსტავსონი 12/26
18 იან. 23:45 მაკედონია-ესპანეთი
19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისლანდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია
--
C ჯგუფი, რუანი (3) - გერ 6, ხორ 6, უნგ 2, ბლრ 2 - ჩილ 2, საუ 0
13 იან. ბლრ-ჩილ 28-32, გერ-უნგ 27-23, ხორ-საუ 28-23
14,15 იან. უნგ-ხორ 28-31, ჩილ-გერ 14-35, საუ-ბლრ 26-29
16 იან. უნგ-ჩილ 34-29, ხორ-ბლრ 31-25
17 იანვარი. გერმანია-საუდის არაბეთი 38-24
ფეტი 6, ჰეფნერი, კუნი, გროცკი 5, პეჩკოვსკი, გენსჰაიმერი 4 - ალზაერი 8, ალაბასი 6
18 იან. 17:00 საუდის არაბეთი-უნგრეთი 20:45 ბელარუსი-გერმანია 23:45 ხორვატია-ჩილე
20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი
--
D ჯგუფი, პარიზი (3) - დან 6, შვდ 4, ყატ 4, ეგვ 4 - ბაჰ 0, არგ 0
13 იან. ყატ-ეგვ 20-22, შვდ-ბაჰ 33-16, დან-არგ 33-22
14,15 იან. დან-ეგვ 35-28, არგ-შვდ 17-35, ბაჰ-ყატ 22-32
16 იან. ეგვ-ბაჰ 31-29, დან-შვდ 27-25
17 იანვარი. ყატარი-არგენტინა 21-17
მალლაში 5, ალ-ქარბი 4, რუანი, ალი იუსეფი 3, სარიჩი 14/30 - ფ. ფერნანდესი 7, გარუ 3
18 იან. 17:00 არგენტინა-ეგვიპტე 20:45 დანია-ბაჰრეინი 23:45 შვედეთი-ყატარი
20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია
--
პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი
მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი
მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი
ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი