ჩოგბურთი

11:26 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ავსტრალიაში წინ მიიწევს

ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში როჯერ ფედერერმა ნოა რუბინი 7:5, 6:3, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. პირველ ორ სეტში როჯერმა თითო-თითო ბრეიკით იმარჯვა, მესამე პარტიაში 0:3-ს აგებდა, საბოლოოდ კი ტაი-ბრეიკზე 7:3 მოიგო.

1/16-ფინალში როჯერ ფედერერი ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი ბერდიხს 16:6-ს უგებს.

ავსტრალიის ღია პირველობის მთლიანი საპრიზო ფონდი 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.121573