ფეხბურთი

12:20 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შაპეკოენსემ" თავდამსხმელი დაიმატა

ბრაზილიური გუნდები აგრძელებენ “შაპეკოენსენს” დახმარებას – ამჯერად სოლიდარობის ჟესტით “ფლუმინენსე” გამოირჩა, რომელმაც “შაპეს” გამოცდილი თავდამსხმელი ველინგტონ პაულისტა 2017 წლის ბოლომდე იჯარით დაუთმო.

“სათქმელი ბევრი არაფერია – ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “შაპეკოენსეს” მაისურის ჩაცმა მომიწევს”, - თქვა პაულისტამ.

32 წლის ველინგტონ პაულისტას ძირითადად სამშობლოში უთამაშია. შარშან იგი იჯარით “პონტე პრეტას” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 39 თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ერთადერთი ევროპული გუნდი, სადაც ველინგტონი გამოჩენილა, ინგლისური “ვესტ ჰემ იუნაიტედი” გახლავთ, თუმცა “ჩაქუჩების” შემადგენლობაში იგი ძალზე მცირე ხნით ირიცხებოდა და ოფიციალურ მატჩში მონაწილეობაც არ მიუღია.

0.122621