ფეხბურთი

21:10 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიამ "მანჩესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ეკვადორის ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბმა ანტონიო ვალენსიამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2018 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა 23 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი "მანჩესტერს" 2009 წელს "უიგანიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 271 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ვალენსიამ "წითელი ეშმაკების" რიგებში 6 ტიტული მოიგო.

0.11579