ცსკა-ს სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი ევროპის 2016 წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. La Gazzetta dello Sport-ის პრესტიჟულ გამოკითხვაში მეორე ადგილი ასევე ცსკა-ს ფრანგმა კალათბურთელმა ნანდო დე კოლომ დაიკავა, ხოლო მესამეზე “სან ანტონიოს” ესპანელი ფორვარდი პო გასოლი გავიდა.
ტეოდოსიჩმა 2016 წელს ევროლიგა მოიგო და რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
La Gazzetta dello Sport-ი ევროპის საუკეთესო კალათბურთელს ჟურნალისტების, ევროპული კლუბების მენეჯერების, მწვრთნელებისა და მოთამაშეების გამოკითხვის შედეგად ავლენს. პრიზი 1979 წელს დაწესდა და ის ყველაზე მეტჯერ, 6-6-ჯერ დირკ ნოვიცკის და ლიტველ არვიდას საბონისს აქვთ მოგებული.