ფეხბურთი

20:50 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესუტ იოზილი - საუკეთესო მეხუთედ ბოლო 6 წელიწადში

გერმანიის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “არსენალის” გამთამაშებელი მესუტ იოზილი დასახელდა. 28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.

იოზილი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 2011, 2012, 2013, 2015 და ახლა უკვე 2016 წლებში იქნა დასახელებული. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ვერ გაიმარჯვა 2014 წელს იყო, როცა “ბუნდესნაკრებმა” მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

იოზილს გამოკითხულთა 54.4%-მა დაუჭირა მხარი (316.850 ხმა), ხოლო მეორე ადგილზე მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი გავიდა 33.9%-ით.

0.106236