ფეხბურთი

0:30 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალეხონი საუდის არაბეთში ითამაშებს

იტალიური “ნაპოლის” ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, ხოსე კალეხონის ტყუპი ძმა, ხუან მიგელი ისეთი წარმატებული კარიერით ვერ დაიკვეხნის, როგორც ხოსე, მაგრამ ბურთს ისიც შესაძლებლობის ფარგლებში აგორებს.

როგორც ცნობილი გახდა, ხუან მიგელი კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ, “ალ-იტიფაქში” გააგრძელებს.

ხოსე კალეხონის ტყუპს პრიმერადივიზიონში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული “მალიორკას” რიგებში 2008 წელს. მას შემდგომ ბევრი გუნდი მოიარა, ბოლო ოთხი წელი კი, ბოლივიაში, ლა პასის “ბოლივარში” გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117361