ფეხბურთი

18:26 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰუფნაგელი - შესაძლოა, იჯარით "აალენში"

22 წლის ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი, შესაძლოა, გერმანიის მესამე ლიგის "აალენში" გაანათხოვრონ. გეცოდინებათ, ჰუფნაგელი ბუნდესლიგის "ფრაიბურგშია", მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, მაგრამ იანვრის ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

ჰუფნაგელით სხვა გერმანული კლუბებიც ინტერესდებიან და შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგის რომელიმე გუნდშიც გაანათხოვრონ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე სავარაუდო ვარიანტი "აალენია". ეს კლუბი მესამე ლიგაში მერვე ადგილზეა, მაგრამ ლიდერთა ჯგუფს მცირედით ჩამორჩება და მეორე ბუნდესლიგაში გადასვლას უმიზნებს.

შეგახსენებთ, ჰუფნაგელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები: 2015 წლის ნოემბერში ესტონეთთან.

0.119653