35 წლის ესპანელი ფელისიანო ლოპესისთვის ავსტრალიის ღია პირველობა მე-60 დიდი სლემის ტურნირია, რომელშიც ზედიზედ მონაწილეობს. ფელისიანოს 2002 წლის შემდეგ არც ერთი დიდი სლემის ტურნირი არ გამოუტოვებია.
აღნიშნული მაჩვენებლით რეკორდსმენი როჯერ ფედერერია, რომელმაც ზედიზედ 65 დიდი სლემის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და რომ არა ტრავმა 2016 წელს “როლან გაროსზეც” ითამაშებდა. ქალებში ფელისიანოს ფრანჩესკა სკიავონე უსწრებს, რომელსაც ზედიზედ 61 დიდი სლემის ტურნირი აქვს ნათამაშები.