ჩოგბურთი

13:23 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპი სენსაციურად დამარცხდა

მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელი რუმინელი სიმონა ჰალეპი ავსტრალიის ღია პირველობაზე მოულოდნელად, რეიტინგის 52-ე ნომერთან შელბი როჯერსთან 3:6, 1:6 განადგურდა.

შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. სიმონას არანაირი შანსი არ ჰქონია. როჯერსმა 11-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო სიმონას სულ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.

მომდევნო წრეში როჯერსი ბარტის შეხვდება.

მთლიანად ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირის საპრიზო ფონდი 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.129553