ჩოგბურთი

12:26 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ ავსტრალიაში მოგებით დაიწყო

გამთენიისას სტარტი აიღო წლის პირველმა დიდი სლემის ტურნირმა ავსტრალიის ღია პირველობამ, სადაც მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბრიტანელმა უკრაინელი ილია მარჩენკო 7:5, 7:6, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. უკრაინელმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მეტოქეს მეორე სეტში გაუწია, სადაც ჯერ 3:1 დაწინაურდა, თუმცა მარეიმ მალევე მოახერხა ჩამორჩენის აღმოფხვრა, შემდეგ სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ბრძოლაში 5:7 დამარცხდა.

მომდევნო ეტაპზე ენდი რუს ანდრეი რუბლევს შეხვდება. მატჩი 19 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112746