საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა. ქართველი ლეგიონერის "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატის მე-14 ტურში სტუმრად "როგასკასთან" 87:89 წააგო. სანაძემ კი აღნიშნულ მატჩში თითქმის 29 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.
მატჩის ძირითადი დრო 75:75 დასრულდა, ოვრტაიმში კი მასპინძლებმა იყოჩაღეს. მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე სანაძეზე დაჯარიმდნენ, ქართველმა კი ორი თავისუფალი სროლა ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში კი "როგასკას" კალათბურთელმა ორი ქულის ჩაგდება მოახერხა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
სანაძემ განვლილ შევედრაში 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, საჯარიმო სროლებიდან კი 3-დან 3 გამოიყენა. სლოვენიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სანაძე 232 ქულით ლიდერობს, თუმცა მას "ზლატოროგის" კალათბურთელი იგორ ტრატნიკი 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსანი იაკობ ცებასეკი - 3 ქულით.
"პრიმორსკა" წაგების შემდეგ მე-6 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონაშია. მომდევნო შეხვედრას სანაძის გუნდი შინ მეორეადგილოსან კრკა-სთან 18 იანვარს გამართავს.