კალათბურთი

11:49 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფინიქსმა” “სან ანტონიო” დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური სკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“ფინიქსმა” შინ მოულოდნელად “სან ანტონიო” 108:105 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, როდესაც გრინმა სამქულიანი ესრულა და ბურთი კალათის რკალს მოხვდა. მატჩში ყველაზე მეტი 39 ქულა ბუკერის ანგარიშზეა, “სან ანტონიოში” 38 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. “სან ანტონიო” 31 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. “ფინიქსი” კი ამავე კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილს იკავებს.

ლოს ანჯელესურ დერბში “კლიპერსმა” “ლეიკერსი” 113:97 დაამარცხა. “კლიპერსმა” პირველი ტაიმი 18 ქულით მოიგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეანდრე ჯორდანი გახლდათ 24 ქულა, 21 მოხსნა. “ლეიკერსში” 21 ქულით კლარკსონი გამოირჩა. “კლიპერსი” 28 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

“კლიპერსი” – “ლეიკერსი” 113:97 (26:15, 32:24, 26:29, 29:29)

https://www.youtube.com/watch?v=xmV5iVBqS2I

“ჩიკაგო” – “ნიუ ორლეანი” 107:99 (21:22, 34:23, 22:26, 30:28)

https://www.youtube.com/watch?v=IdF11B8uVTQ

“ფინიქსი” – “სან ანტონიო” 108:105 (25:25, 26:33, 29:27, 28:20)

https://www.youtube.com/watch?v=HOWQj1tnbwE

“ვაშინგტონი”- “ფილადელფია” 109:93 (21:30, 35:26, 30:15, 23:22)

https://www.youtube.com/watch?v=gwIbb83FBgM

“იუტა” – “ორლანდო” 114:107 (29:42, 35:23, 20:18, 30:24)

https://www.youtube.com/watch?v=vqogklpRx04

0.114746