ფეხბურთი

15:10 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილმა, შესაძლოა, უცხოეთში კიდევ ითამაშოს

ბოლო პერიოდში ხშირად გვსმენია, ალექსანდრე ამისულაშვილმა, შესაძლოა, მშობლიურ "თელავში" ითამაშოსო. ისე, სწორედ ამისულაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ თელავში ისევ გაჩნდა საფეხბურთო ინტერესი და შეიქმნა კლუბი, რომელმაც ზაფხულში ნულიდან დაიწყო და მეორე ლიგაში თავის ზონაში დიდი უპირატესობით გახდა ჩემპიონი. შესაბამისად, "თელავი" ეროვნულ ლიგა 1-ში ითამაშებს და პროლიგა 2-ში გადასასვლელად იბრძოლებს.

ამისულაშვილმა ფინანსური თვალსაზრისით ბევრი რამ გააკეთა კლუბისთვის, თუმცა თავად ამის აფიშირება არ სურს.

34 წლის ამისულაშვილი ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა და რამდენიმე თვის წინ დაემშვიდობა გუნდს. მანამდე სანაკრებო კარიერაც დაასრულა. მან საქართველოს ნაკრებში 45 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ითამაშებს თუ არა კიდევ, თუნდაც "თელავში"? ამის შესახებ ვკითხეთ ამისულაშვილს და გვითხრა, რომ კონკრეტულად თელავში არა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ უცხოეთის რომელიმე კლუბში ითამაშოს.

0.134447