გენუის “სამპდორიამ” და ფაბიო კვალიარელამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. გენუური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 33 წლის თავდამსხმელი “ლუიჯი ფერარისზე” 2019 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
ფაბიო კვალიარელა “სამპდორიაში” თავდაპირველად 2006-2007 წლებში თამაშობდა, ხოლო მეორედ გუნდში ერთი წლის წინ დაბრუნდა.
ხსენებულ დროში კვალიარელამ “სამპას” რიგებში ჩატარებულ 78 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა.