ფეხბურთი

12:35 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი სერია D-ში ითამაშებს

მარიო ბალოტელის უმცროსი ძმა ენოჩ ბარვუა თავისი ძმასავით წარმატებული საფეხბურთო კარიერით ვერ დაიკვეხნის. ამიტომაც, მას ნაკლებად ცნობილ გუნდებში უწევს მოგზაურობა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ენოჩ ბალოტელი კარიერას სერია D-ს ბინადარ “ჩილივერგე მაძანოში” გააგრძელებს. ეს გუნდი თავის ლიგაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ენოჩ ბარვუა ბალოტელიმ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი “ფოლინიოში” გაატარა. მანამდე კი სხვადასხვა იტალიურ გუნდებში უთამაშია. ასევე, გამოდიოდა მალტაშიც.

0.112728