ფეხბურთი

11:50 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეპემ ნაკრების გამო ჩინეთზე უარი თქვა

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველმა პეპემ ესპანეთიდან აბარგება გადაიფიქრა და “სამეფო კლუბთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

A Bola-ს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი მადრიდელებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე თავს ჩინეთიდან მიღებული სარფიანი წინადადების გამო იკავებდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სანაკრებო ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა.

პეპეს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე სურს თამაში და ცხადია, “რეალში” ასპარეზობის შემთხვევაში ამის მეტი შანსი ექნება. როგორც წყარო იტყობინება, პორტუგალიელი მცველი უახლოეს დღეებში გააფორმებს ესპანურ გრანდთან ახალ კონტრაქტს, რომელიც 2018 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. რაც შეეხება ახალი შეთანხმების ფინანსურ მხარეს, “რეალი” პეპეს სეზონში 5 მილიონ ევროს გადაუხდის.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა ამ ზაფხულს გასდის.

თეგებიპეპერეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120165