ფეხბურთი

22:21 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა: “მილანთან” კარი ყოველთვის ღიაა”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” კაპიტანი ტიაგო სილვა ყოფილ გუნდ “მილანზე” დაუბრობს. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, “როსონერი” მას არასდროს დაავიწყდება.

“მილანთან” კარი ყოველთვის ღიაა. იქ ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს. ცოტა ხნის წინ, ჯენარო გატუზოსაც ვესაუბრე, როცა მისი დაბადების დღე იყო. ჩემთვის ეს გუნდი ბევრს ნიშნავს. გალიანის, ბერლუსკონისა და ლეონარდოს ყოველთვის მადლობელი ვიქნები”, - თქვა სილვამ.

ტიაგო სილვა “მილანში” 2009-2012 წლებში თამაშობდა და 119 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.120745