ფეხბურთი

20:25 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

იოვეტიჩს ესპანური ენა სერიალებმა ასწავლა...

ანდალუზიური “სევილიას” მონტენეგროელ ნახევარმცველ სტევან იოვეტიჩს ესპანური ენა თურმე, სერიალების წყალობით უსწავლია. ამის შესახებ, 26 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდში წარდგენისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ესპანურად კარგად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ბავშვობაში ბევრ სერიალს ვუყურებდი. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ახლა ესპანური ენა ვიცი”, - აღნიშნა იოვეტიჩმა.

ალბათ სტევანი არც ტყუის, რადგან “სევილია” მის კარიერაში პირველი ესპანური გუნდია და პირინეის ნახევარკუნძულთან ჯერ შეხება არ ჰქონია. შეგახსენებთ, “სევილიამ” იოვეტიჩი “ინტერიდან” სეზონის ბოლომდე ინათხოვრა, ხოლო ზაფხულში 14 მილიონად მისი გამოსყიდვა შეეძლება.

0.117083