გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
მოულოდნელად, “სან ანტონიო” შინ “მილოუკთან” 107:109 დამარცხდა. მატჩის ბოლო წამზე მანუ ჯინობილის ჰქოდნა შანსი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა მისი ნასროლი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. “მილოუკში” 28 ქულით ბისლი გამოირჩა. ტეხასელები 30 მოგებით და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებენ.
“იუტამ” საკუთარ დარბაზში “კლივლენდს” 100:92 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “იუტამ” 27:12 მოიგო. “იუტამ” გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა, ექვსმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 28 ქულა ჰეივორდის ანგარიშზეა. “კავალიერსში” 29 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. ახალწვეულმა კაილ კორვერმა 17 წუთში მხოლოდ 2 ქულა შესძინა გუნდს. “კლივლენდი” 28 მოგებით და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“ჰიუსტონმა” ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო, ტეხასელებმა ამჯერად “შარლოტ ჰორნეტსი” 121:114 დაამარცხეს. მატჩის მთავარი მოქმედი პირი ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 40 ქულა, 15 მოხსნა და 10 პასი. “ჰიუსტონი” 31 მოგებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.
“ვაშინგტონი” – “ჩიკაგო” 101:99 (26:36, 23:25, 32:16, 20:22)
https://www.youtube.com/watch?v=K4KZ193gcdQ
“ბრუკლინი” – “ატლანტა” 97:117 (29:35, 14:26, 27:25, 27:31)
https://www.youtube.com/watch?v=C2ixmRmq9V8
“ტორონტო” – “ბოსტონი” 114:106 (23:18, 23:37, 34:29, 34:22)
https://www.youtube.com/watch?v=0EsjI3JqnYU
“ჰიუსტონი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 121:114 (32:26, 35:21, 29:32, 25:35)
https://www.youtube.com/watch?v=1HQAYCx_K_E
“სან ანტონიო” – “მილოუკი” 107:109 (23:23, 36:30, 30:30, 18:26)
https://www.youtube.com/watch?v=mSpG8y-8a1k
“იუტა” – “კლივლენდი” 100:92 (29:29, 27:12, 19:25, 25:26)
https://www.youtube.com/watch?v=CTcMeqHi73o
“გოლდენ სტეიტი” – “მაიამი” 107:95 (27:29, 26:25, 26:14, 28:27)
https://www.youtube.com/watch?v=CBRCx8CmlVw
“ლეიკერსი” – “პორტლენდი” 87:108 (26:25, 31:30, 12:23, 18:30)
https://www.youtube.com/watch?v=zjiTz2VW16s
“საკრამენტო” – “დეტროიტი” 100:94 (21:29, 22:27, 25:21, 32:17)