“სევილიამ” მილანის “ინტერისა” და მონტენეგროს ნაკრების ნახევარმცველი სტევან იოვეტიჩი დაიმატა. ანდალუზიური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 26 წლის იოვეტიჩი “სევილიაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს. ზაფხულში კი, მისი გამოსყიდვა 14 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
იოვეტიჩი “ინტერში” 2015 წელს გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. მანამდე, იყო ასევე წარუმატებელი პერიოდი “მანჩესტერ სიტიში”. კარიერის გამორჩეული წლები კი, მონტენეგროელმა ფეხბურთელმა ფლორენციის “ფიორენტინაში” გაატარა.
იოვეტიჩი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “სევილიას” მეორე ახალწვეულია ფრანგი კლემენ ლენგლეს შემდეგ.