მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 48 გუნდამდე გაზრდის საკითხს ფიფას საბჭომ მხარი დაუჭირა.
როგორც ფიფას “ტვიტერის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, დღეს, ციურიხში გამართულ კონგრესზე, საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მუნდიალის ახალი ფორმატი ძალაში 2026 წლიდან შევა. 48 გუნდი 16 სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ცნობილია ისიც, რომ ჯგუფურ ეტაპზე მატჩები ფრედ აღარ დასრულდება. იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში რომელიმე თამაშში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდება, გუნდები დამატებითი დროის გარეშე პენალტების სერიას გაითამაშებენ და გამარჯვებულს გამოავლენენ.
დღესვე ციურიხში დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ფორმატის სხვა დეტალები ოფიციალურად გამოცხადდება.