კლაუდიო რანიერი 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ფიფას ვერსიით. იტალიელმა მწვრთნელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო გამოკითხვაში და ორ კონკურენტს აჯობა.
რანიერის გარდა, ნომინირებული იყვნენ “რეალის” თავკაცი ზინედი ზიდანი და პორტუგალიის ნაკრების დამრიგებელი ფერნანდუ სანტუში.
კლაუდიო რანიერიმ 2016 წელს ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. ამაში კი, ყველაზე გამოსარჩევი ის გახლდათ, რომ აპენინელმა წარმატებას მოკრძალებული “ლესტერ სიტით” მიაღწია.