ფეხბურთი

21:52 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას 2016 წლის გუნდი

მსოფლიო ფეხბურთის მართველმა უწყებამ ფიფამ განვლილი, 2016 წელი შეაჯამა და ტრადიციულად წლის გუნდი გამოავლინა. ამჯერად საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი ესპანეთს ჰყავს, ხოლო კლუბებიდან მადრიდის “რეალი” გამოირჩა, რომლის ხუთი მოთამაშე მოხვდა წლის გუნდში.

მთლიანობაში კი, ფიფას ვერსიით 2016 წლის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:

მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია)

მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”/”იუვენტუსი”, ბრაზილია), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ბრაზილია)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატია), ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა” ესპანეთი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია)

თეგებიფიფა
0.115189