ფეხბურთი

22:20 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდში" კაპიტნის სამკლავურს ვერ იყოფენ

დორტმუნდის “ბორუსიაში” კაპტინობის გამო გაუგებრობა წარმოიქმნა – ამჟამად “ყვითლებს” მარსელ შმელცერი კაპიტნობს, მაგრამ როგორც გაირკვა, მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს კაპიტნის სამკლავურის გადაცემა მარკო როისისთვის სურს.

ამ ფაქტმა კი, გამოცდილი მარცხენა მცველი გააბრაზა:

“შუა სეზონში კაპიტნის შეცვლა აქამდე არსად მომხდარა და ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაურია”, - თქვა შმელცერმა.

“მესმის შმელცერის გაბრაზების. აუცილებლად ორივეს დაველაპარაკები, თუმცა ვფიქრობ, კაპიტნის მნიშვნელობა წინა წლებთან შედარებით გაუფასურდა”, - ეს ტუხელის სიტყვებია.

მარსელ შმელცერი “დორტმუნდის” კაპიტანი ზაფხულში გახდა, როდესაც გუნდი მატს ჰუმელსმა დატოვა. როისი კი, ამ დრომდე ვიცე-კაპიტნის სტატუსით სარგებლობდა.

0.113615