ფეხბურთი

15:40 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინომ დააანონსა - 48

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ 48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი საინტერესო იქნება და პირადად მისი იდეა იყო, რომ მუნდიალზე ნაკრებების რაოდენობა გაზრდილიყო.

10 იანვარს ციურიხში ფიფას კონგრესი გაიმართება და სწორედ იქ გამოცხადდება, რომ მუნდიალზე 2026 წლიდან 48-გუნდი იასპარეზებს. ეს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ინფანტინომ სისტემაზეც ისაუბრა: 48 გუნდი 16 სამგუნდიან ჯგუფში განაწილდება და თითოეული ჯგუფიდან 2-2 გუნდი გავა, ანუ მხოლოდ ბოლოადგილოსანი გამოეთიშება ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

რაც შეეხება თითოეული კონფედერაციიდან გუნდების რაოდენობას: ევროპა - 16, აფრიკა - 9 ან 10, აზია - 8 ან 9, სამხრეთ ამერიკა - 6 ან 7, ჩრდილოეთ ამერიკა - 6 ან 7, ოკეანეთი - 1.

2018 და 2022 წლის მუნდიალები, ჩვეულებრივ, 32-გუნდიანი იქნება, აი მერე კი...

0.103065