არგენტინული საფეხბურთო კლუბი “ბელგრანო” ავიაკატასტროფას გადაურჩა. როგორც ცნობილი ხდება, სამხრეთამერიკული გუნდი ჩილეში კერძოდ, ლა სერენაში უნდა გაფრენილიყო შეკრებაზე, მაგრამ გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, რეისი გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზად კი, ლაინერის ელექტრო პრობლემა სახელდება. “ბელგრანო” ჩილეში ავიაკომპანია sky აირლინეს-ს უნდა წაეყვანა.
ბოლო დროს ასეთი ფაქტები გახშირდა. დეკემბრის ბოლოს იტალიური “მილანი” ერთი დღის დაგვიანებით გაფრინდა დოჰაში იტალიის სუპერთასზე სათამაშოდ, ხოლო ნოემბერში ბრაზილიური “შაპეკოენსეს” ავიაკატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა.