გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
საინტერესო შეხვედა ჩატარდა ჩიკაგოში, სადაც ადგილობრივი “ბულზი” “ტორონტოს დაუპირისპირდა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ათი წამით ადრე (107:107) ჯერ დემარ დეროზანმა ისროლა ორქულიანი და ბურთი არ ჩავარდა და ბოლო წამზე კაილ ლოურიმ გაუშვა მოსაგებად ბურთი, მაგრამ ბურთი არც ამჯერად მოთავსდა კალათში და დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. ოვერტაიმში “ხარების” ლიდერი ჯიმი ბატლერი და დუეინ უეიდი უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ “ჩიკაგომ” “ტორონტო” 123:118 დაამარცხა.
“სან ანტონიომ” შინ “შარლოტ ჰორნეტსი” 102:85 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 26:14 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა ბერტენსის ანგარიშზეა, კავაი ლეონარდმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო “ჰორნეტსში” 18 ქულით საუკეთესო კემბა უოლკერი გახლდათ. “სან ანტონიო” 30 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.
“ოკლაჰომამ” საკუთარ დარბაზში “დენვერი” 121:106 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-17, ხოლო კარიერაში 54-ე სამმაგი დუბლი შეასრულა (32 ქულა, 17 მოხსნა, 11 პასი). დენვერში ჩენდლერი 24 ქულით გამოირჩა.
“ინდიანა” – “ნიუ იორკი” 123:109 (33:29, 29:14, 34:27, 27:39)
https://www.youtube.com/watch?v=d43GeifCPdo
“ბოსტონი” – “ნიუ ორლეანი” 117:108 (28:31, 29:22, 36:20, 24:35)
https://www.youtube.com/watch?v=loTLm5vkJWo
“ჩიკაგო” – “ტორონტო” 123:118 (29:28, 19:33, 26:25, 33:21, o.t. 16:11)
https://www.youtube.com/watch?v=MtpXaKq0k-g
“მინესოტა” – “იუტა” 92:94 (24:25, 24:22, 32:22, 12:25)
https://www.youtube.com/watch?v=ZyPAUN023GQ
“ოკლაჰომა” – “დენვერი” 121:106 (24:22, 36:38, 28:20, 33:26)
https://www.youtube.com/watch?v=gcJqBvIlMmE
“დალასი” – “ატლანტა” 82:97 (20:22, 22:23, 17:21, 23:31)
https://www.youtube.com/watch?v=J5iQfM4XdSU
“სან ანტონიო” – “შარლოტ ჰორნეტსი” 102:85 (24:24, 23:26, 26:14, 29:21)
https://www.youtube.com/watch?v=nHCKnIUnLj8