კალათბურთი

11:04 | 6.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონმა” “ოკლაჰომას” ბოლო წამზე აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 8 შეხვედრა გაიმართა.

“ჰიუსტონი” საკუთარ დარბაზში “ოკლაჰომას” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 1 წამიღა რჩეოდა და ანგარიში საყაიმო იყო - 116:116, რა დროსაც ოკლაჰომელთა ლიდერი რასელ უესტბრუკი ტეხასელთა ცენტრის, ნენეს წინააღმდეგ სამწამიანში დაჯარიმდა, ბრაზილიელმა ორივე საჯარიმო გამოიყენა და “ჰიუსტონმა” 118:116 იმარჯვა. მატჩში ყველაზე მეტი, 49 ქულა რასელ უესტბრუკის ანგარიშზეა, რასელმა გუნდს ასევე 8 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. “ჰიუსტონში” ჯეიმს ჰარდენი 26 ქულით, 12 პასითა და 8 მოხსნით გამოირჩა.

“დენვერ ნაგეთსი” შინ “სან ანტონიოსთან” 99:127 დამარცხდა. დენვერელებმა მხოლოდ პირველი პერიოდის მოგება მოახერხეს, დანარჩენ სამ მეოთხედში პირწმინდად დამარცხდნენ. “სან ანტონიოში” ლამარკუს ოლდრიჯი 28 ქულით გამოირჩა, ხოლო “დენვერში” საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ 19 ქულითა და 11 მოხსნით. “სან ანტონიო” 29 გამარჯვებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფრენციაში მხოლოდ “გოლდენ სტეიტს” ჩამორჩება.

“ინდიანა” – “ბრუკლინი” 121:109 (34:27, 25:25, 38:32, 24:25)

ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=ზHQრF1UპFტგ

“დეტროიტი” – “შარლოტი” 115:114 (37:26, 21:22, 27:22, 30:44)

ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=BUიKი3შმოBM

“ტორონტო” – “იუტა” 101:93 (18:27, 30:25, 23:21, 30:20)

ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=IხეიჰპXაღჭო

“ჰიუსტონი” – “ოკლაჰომა” 118:116 (33:38, 34:18, 30:27, 21:33)

ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=NვUნULMჩჟწკ

“ნიუ ორლეანი” – “ატლანტა” 94:99 (28:23, 19:19, 25:33, 22:24)

“დალასი” – “ფინიქსი” 95:102 (22:19, 23:22, 27:29, 23:32)

ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=EPცOU3ომMOA

“დენვერი” – “სან ანტონიო” 99:127 (33:29, 20:29, 24:32, 22:37)

ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=EქყწXყAრ9ქც

“პორტლენდი” – “ლეიკერსი” 118:109 (29:24, 24:38, 31:22, 34:25)

0.114616