ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2017 წლის სეზონიც მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის რანგში გახსნა. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ოფიციალურ ვებგვერდზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რვავე წონით კატეგორიაში მოწინავე ოცეულები ჩამოწერა და უმსუბუქეს წონაში – 57 კილოგრამში პირველ ნომრად კვლავ ხინჩეგაშვილი გამოაცხადა. ლადოს უახლოესი მდევრები რიო 2016-ის ფინალისტი – იაპონელი რეი ჰიგუჩი და ბრინჯაოს პრიზიორი – აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი არიან.
რევაზ მინდორაშვილის გუნდის წევრთაგან, ხინჩეგაშვილის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 61 კილოგრამში მოჭიდავე ბექა ლომთაძეს აქვს, რომელიც მეორე საფეხურს იკავებს. მასზე წინ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი ლოგან შტიბერია.
რიო 2016-ის ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) განახლებულ რეიტინგში მესამე საფეხურს იკავებს, ხოლო მეხუთეადგილოსანი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) სიაშიც მეხუთე ნომერია.
საინტერესოა, რომ ქართველების გარეშე არც ერთი წონის ოცეული არ დაკომპლექტებულა. ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და დავით ტლაშაძე (70 კგ) პირველ ათეულში მეათე ადგილებით შევიდნენ. დავით მარსაგიშვილი (86 კგ) მეთორმეტე პოზიციას იკავებს. 74 კილოგრამის მსოფლიოს რეიტინგში კი საქართველოს ნაკრების ორი წევრია: იაკობ მაქარაშვილი (მე-13) და ავთანდილ კენჭაძე (მე-18).
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს რეიტინგი
57 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
2 რეი ჰიგუჩი (იაპონია)
3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
4 ჰასან რაჰიმი (ირანი)
5 იოვლის ბონე როდრიგესი (კუბა)
61 კგ
1 ლოგან შტიბერი (აშშ)
2 ბექა ლომთაძე
3 ახმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი)
4 ახმედ ჩაკაევი (რუსეთი)
5 ბეჰნამ ეჰსანპური (ირანი)
65 კგ
1 სოსლან რამონოვი (რუსეთი)
2 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
3 ფრენკ ჩამიზო (იტალია)
4 იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი)
5 განზორიგ მანდახნარანი (მონღოლეთი)
10 ზურაბ იაკობიშვილი
70 კგ
1 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)
2 ნურლან ბეკჟანოვი (ყაზახეთი)
3 მუსტაფა ჰოსეინხანი (ირანი)
4 ელმან დოგდურბეკ უულუ (ყირგიზეთი)
5 რაშიდ ყურბანოვი (უზბეკეთი)
10 დავით ტლაშაძე
74 კგ
1 ჰასან იაზდანი ჩარატი (ირანი)
2 ანიუარ გედუევი (რუსეთი)
3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
4 სონერ დემიტრაში (თურქეთი)
5 ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი)
13 იაკობ მაქარაშვილი
18 ავთანდილ კენჭაძე
86 კგ
1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)
2 სელიმ იაშარი (თურქეთი)
3 შარიფ შარიპოვი (აზერბაიჯანი)
4 ჟდენ კოქსი (აშშ)
5 რეინერის სალას პერესი (კუბა)
12 დათო მარსაგიშვილი
97 კგ
1 კაილი სნაიდერი (აშშ)
2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
3 ალბერტ სარიტოვი (რუმინეთი)
4 მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი)
5 ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ
1 ტაჰა აკგული (თურქეთი)
2 კომეილ გასემი (ირანი)
3 გენო პეტრიაშვილი
4 იბრაგიმ საიდოვი (ბელარუსი)
5 ლევან ბერიანიძე (სომხეთი)