პროფესიული კრივის ქართველი ვარსკვლავი – ჭBჩ შილვერ-ის ტიტულის მფლობელი ავთანდილ ხურციძე შესაძლოა WBO-ს (მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის) ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მთავარ პრეტენდენტად გამოცხადდეს.
37 წლის ხურციძე საშუალო წონაში გამოდის, სადაც საჩემპიონო ქამარს ბრიტანელი ბილი ჯო სონდერსი ფლობს. ამჟამად მასთან ტიტულისთვის საბრძოლველად, მთავარი კანდიდატი მექსიკელი საულ "კანელო” ალვარესია, მაგრამ ქართველი მოკრივის მრჩევლის – კიტ კონოლის განცხადების თანახმად, ალვარესი სხვა მეტოქესთან – ხულიო სეზარ ჩავესთან აწარმოებს მოლაპარაკებას და თუ მხარეები შეთანხმდებიან, მაშინ სონდერსი-ხურციძის სატიტულო ბრძოლას სავარაუდოდ წინ ვეღარავინ დაუდგება.
"ბოლო ცხრა თვეა, ავთანდილ ხურციძე მოთმინებით ელოდება თავის შანსს. თუ ალვარესი გადაწყვეტს, რომ უმცროს ჩავესს დაუპირისპირდეს, ჭBO-ს უკან დასახევი გზა აღარ ექნება და დაგვთანხმდება, რომ ჩვენი კანონიერი უფლებით ვისარგებლოთ” – უთხრა კიტ კონოლიმ ბრიტანულ გამოცემებს.