ფეხბურთი

22:08 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პრანდელი “ვალენსიას” მწვრთნელი აღარაა

ჩეზარე პრანდელი “ვალენსიას” მწვრთნელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

დღის პირველ ნახევარში ესპანურ პრესაში მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ჩეზარე პრანდელი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

არაოფიციალური ცნობის თანახმად, იტალიელის გადადგომის მიზეზი კლუბის მფლობელთან სატრანსფერო საკითხებზე დაპირისპირება გახლდათ. 59 წლის სპეციალისტი “ლოს ჩეს” 28 სექტემბრიდან წვრთნიდა. მის ხელში “ღამურებმა” ლა ლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 1 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. ესპანეთის თასზე კი, “ლეგანესს” ორივე მატჩი მოუგეს. პრანდელის “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე აკავშირებდა.

“ღამურებს” დროებით კვლავ ვორო გაწვრთნის. კლუბში არსებული ვითარება უფრო ზუსტად ხვალ ესპანეთის დროით 10 საათზე გახდება ცნობილი. ამ დროს, “სიუდად დეპორტივაზე” კლუბის დირექტორი ანილ მარტი და სპორტული დირექტორი ხესუს გარსია პიტარჩი გამართავენ პრესკონფერენციაზე და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებენ.

0.11818