ფეხბურთი

16:41 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” “ევერტონს” შეუთანხმდა

იტალიური “მილანი” ახლოსაა ესპანელი შემტევი ნახევარმცველის, ჟერარ დეულოფეუს დამატებასთან. “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “როსონერიმ” ლივერპულის “ევერტონთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია და 22 წლის კატალონიელი შემტევი იანვარში იტალიაში გადაბარგდება. იგი “მილანში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს.

ჟერარ დეულოფეუ კატალონიის “ბარსელონას” აღზრდილია, თუმცა “კამპ ნოუზე” დიდი კონკურენციის გამო, აქამდე მხოლოდ განათხოვრების წესით იმყოფებოდა სხვადასხვა კლუბებში – კერძოდ, “სევილიასა” და “ევერტონში”.

ინგლისურ გუნდში დეულეფოუმ მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.116781