“გალათასარაის” გერმანელმა შემტევმა ლუკას პოდოლსკიმ კარიერა, შესაძლოა, ჩინურ კლუბ “ბეიჯინგში” გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჩინური კლუბი გერმანელის გადაბირებაზე აქტიურად მუშაობს, ტრანსფერი იანვარში იგეგმება. “ბეიჯინგი” მზადაა, პოდოლსკიში 5,5 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადოს.