ფეხბურთი

15:09 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსი “ნაპოლიში” რჩება

იტალიური “ნაპოლი” და ბელგიელი ფეხბურთელი დრის მერტენსი თანამშრომლობას აგრძელებენ. როგორც “კორიერე დელო სპორტი” გვამცნობს, 29 წლის შემტევი “სან პაოლოზე” ახალი კონტრაქტის თანახმად 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ხელშეკრულება ოფიციალურად 7 იანვარს დადასტურდება.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის ძალით მერტენსის მსურველ გუნდს “ნაპოლისთვის” 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

დრის მერტენსი იტალიაში 2013 წელს ჰოლანდიური პსვ-დან გადაბარგდა. მიმდინარე სეზონი კი, მის კარიერაში საუკეთესოა – ბელგიელმა წლეულს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 თამაშში 15 გოლის გატანა შესძლო.

0.115822