ფეხბურთი

11:40 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოულმენმა უელსის ნაკრების დატოვება არ ისურვა

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე “სუონსის” წინადადებაზე უარი თქვა. The Sun-ის ინფორმაციით, “სუონსის” ხელმძღვანელობა კოულმენთან მოლაპარაკებას მწვრთნელის პოსტიდან ბობ ბრედლის დათხოვნისთანავე შეუდგა, თუმცა მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.

უელსური კლუბი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონს წარუმატებლად ატარებს, 18 ტურში მხოლოდ 12 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

კოულმენის უარის შემდეგ ბრიტანული გამოცემები გადაწყვეტილად მიიჩნევენ “სუონსის” მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე “მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელი ლეგენდის, რაიან გიგზის დანიშვნას, რომელიც თავიდანვე ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად სახელდებოდა.

0.110809