“ფიორენტინას” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის ფედერიკო ბერნარდესკის შეძენა “პარის სენ-ჟერმენს” სურს – იუწყება ცნობილი გამოცემა Talksport–ი.
22 წლის ფეხბურთელი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ფლორენციული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. პარიზული კლუბის გარდა, ფედერიკოს სამსახურით “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” ინტერესდებიან.
ბერნარდესკის “იებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს და 15 ივლისის მონაცემებით, Transfermarkt-ი მის სატრანსფერო თანხად 16 მილიონ ევროს ასახელებს.
ფედერიკომ მიმდინარე სერია A-ში 18 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ევროპა ლიგაზე გამართულ 6 შეხვედრაში 1 ბურთის გატანა მოახერხა.