კალათბურთი

20:12 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეროზანი “ტორონტოს” ბომბარდირია

“ტორონტო რეპტორსის” ლიდერი დემარ დეროზანი კლუბის საუკეთესო მექულე გახდა. დეროზანს კანადური კლუბის მაისურით 10 290 ქულა აქვს ჩაგდებული, ხოლო კრის ბოშს 10 275 ქულა, რომელიც აქამდე პირველ ადგილზე იყო. მესამე ადგილს 9420 ქულით ვინს კარტერი იკავებს.

დეროზანი შეუერთდა იმ მოქმედ კალათბურთელთა რიცხვს, რომლებიც თავისი გუნდის ისტორიაში საუკეთესო მექულეები არიან, ასეთები არიან: ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), დირკ ნოვიცკი (დალასი), მაიკ კონლი (მემფისი).

0.116085