სხვა

18:10 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე - საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ისევე როგორც წელს ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში, ჟურნალისტთა რჩეულიც ქართველი ძალოსანი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილი კი ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვა ნიმინაციებშიც:

საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტული მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ვასილ ლობჟანიძემ მოიპოვა;

წლის საუკეთესო მწვრთნელად ძალოსანთა ნაკრების თავკაცი გიორგი ასანიძე დასახელდა;

საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები.

ლაშა ტალახაძემ და გიორგი ასანიძემ “რომპეტროლისგან” 1000 ლიტრი საწვავი მიიღეს საჩუქრად, ხოლო “ევროპა ბეთმა” ლაშას ევრობასკეტ 2017-ის ფინალის საგზური გადასცა.

საუკეთესოები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი დღეს, კლუბ “რუფტოპ ტერასაზე” გაიმართა.

0.119866