მადრიდის “რეალის” 24 წლის ნახევარმცველის, ისკოს გადაბირებას “მილანი” და “იუვენტუსი” ცდილობენ. თუმცა, ინტერნეტ გამოცემა AS-ის ინფორმაციით, საქმეში “ინტერიც” ჩაერთო.
ესპანელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” დარჩენა სურს, თუმცა მთავარი მწვრთნელის უნდობლობა მის მიმართ აშკარაა.
ისკომ “რეალის” შემადგენლობაში 2016-2017 წლების სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა “ბეტისის” და “ალავესის” კარში.