ფეხბურთი

12:21 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო რუსეთს აფრთხილებს

ფიფა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს გამოიყენებს, თუკი რუსულ ფეხბურთში დოპინგის გამოყენების შესახებ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი ექსპერტის, რიჩარდ მაკლარენის მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება. ამის თაობაზე განცხადება ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გააკეთა.

“თუკი დოპინგის გამოყენების ფაქტების დაფარვა მოხდა და ეს დადასტურდება, ფიფა და უეფა შესაბამის ზომებს მიმართავენ და აუცილებლად დაწესება სანქციები”, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს სააგენტო AP-ი.

კითხვას, ენდობა თუ არა ის რუსეთის სპორტის ყოფილ მინისტრს და საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიტალი მუტკოს კვლავინდებურად, ფიფას თავკაცმა ასე უპასუხა:

“ის ფიფას კომიტეტის წევრია და ჩვენ ერთად ვმუშაობთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115741