დღეს რუსთავში დაგეგმილი იყო ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა ადგილობრივ ,,რუსთავსა’’ და ,,კაკტუსს’’ შორის. საკალათბურთო დარბაზში არსებული პრობლემების გამო ორივე გუნდმა სუპერლიგის ხელმძღვანელობას მატჩის გადადების თხოვნით მიმართა, რომელიც დაკმაყოფილდა. გადადებული შეხვედრის ჩატარების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ,,რუსთავს’’ ცამეტი თამაშის შემდეგ ოცდაერთი ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ,,კაკტუსს’’, ასევე ცამეტი თამაშის შემდეგ, ,,სოხუმთან’’ ერთად 18-18 ქულით მეხუთე- მეექვსე ადგილებს ინაწილებს.